ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ორგანიზაცია ISFED-ის მიერ არჩევნების პარალელური დათვალის შედეგებს (PVT) პირადად "ჩაუღრმავდა" და ისე აღმოაჩინა "უხეში ხარვეზი". დღეს 14 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე მან მოყვა, რომ ამის შესახებ ნოემბრის დასაწყისშივე იცოდა, ბოლოს კი ელჩებთან და ოპოზიციასთან შეხვედრაზეც დააყენა საკითხი.
"მე, პირადად ჩავუღრმავდი PVT-ს, მარტივი არითმეტიკული ანალიზი გავაკეთე. ეს მოხდა 8 ნოემბერს. ყველა პარტიასთან ფიქსირდებოდა მინუსი, რაც მეტყველებდა იმაზე, რომ რაღაც უხეში ხარვეზი იყო მინიმუმ გაპარული. ამის შემდეგ გავუზიარე ეს შალვა პაპუაშვილს, რომელიც მუშაობდა საარჩევნო საკითხებზე და ერთად შევჯერდით. 9 დეკემბერს ვაკეთებთ საჯარო განცხადებას ამაზე, რის შემდეგაც დაიწყო აუდიტი ISFED-ში.
17 ნოემბერს შევხვდით ISFED-ის წარმომადგენლებს და ამ შეხვედრას ჩვენი მხრიდან წარმართავდა შალვა პაპუაშვილი, სადაც გავუზიარეთ ყველაფერი, სადაც, სამწუხაროდ ელენე ნიჟარაძემ ყველაფერი უარყო. ასევე, უარყოფდა ის ამ ხარვეზებს დეკემბერშიც, როცა გუშინ აღიარა, რომ ნოემბერშიც იცოდა. ვიდრე ISFED გაასაჯაროვებდა ამ მონაცემებს, ელჩებისა და პარტიების წინაშეც დავაყენეთ საკითხი. ვთქვით, რომ ეს იყო არა შეცდომა, არმედ, მანიპულაცია", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
თავად სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე გამოთქვამს ეჭვებს, რომ შესაძლოა უსმენენ და ორგანიზაციის ინფორმაცია არჩევნების ოქმების პარალელური დათვლის დროს შეცდომის დაშვების შესახებ მმართველ გუნდამდე სწორედ ამ გზით მივიდა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი PVT-ის შედეგებით მანიპულირებს, ვინაიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პრობლემა ე.წ კარუსელები და დისბალანსია, რომელიც უბნების 8%-ში გამოვლინდა.
11 დეკემბრის საღამოს ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ ქართული ოცნების სასარგებლოდ შეიცვალა.
სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია 11 დეკემბერს გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.
ISFED-ის მიერ PVT დათვლის შეცვლილი შედეგების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.
ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა, მისი მტკიცებით, შეხვედრაზე, "2-3 კვირის წინ შედგა", მმართველი გუნდის წარმომადგენლები პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით დაინტერესდნენ.
სამართლიანი არჩევნების 1-ლ ნოემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, უბნების 8%-ში გამოვლენილი დისბალანსის შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%.
საქმე ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მიერ არჩევნების შედეგების პარალელურ დათვლას ეხება, რომელიც არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ ქართული ოცნების სასარგებლოდ შეიცვალა.